დაგვიკავშირდით 032 2 19 67 65

ჩაერთე კამპანიაში

საქართველო ოფიციალურად უერთდება Red Nose Day კამპანიას, რომლის მიზანია აკა სინჯიკაშვილის ინიციატივის მხარდაჭერა და ლეიკემიით დაავადებული ნიკუშა დვალაძის მკურნალობისთვის თანხის შეგროვება.
შემოგვიერთდით თქვენც. შეიძინეთ ცხვირი და მაისური. ჩაერთე კამპანიაში

ჩვენ შესახებ

გაიცინე. გაეცი. გადაარჩინე ბავშვი.

ეს არის კამპანიის სლოგანი და მთავარი მიზანი. 1985 წელს გაჩნდა იდეა, რომ სწორედ იუმორის მეშვეობით შეგროვებულიყო თანხა ბავშვების დასახმარებლად, 1988 წელს პირველად აღინიშნა წითელი ცხვირის დღე ეთიოპიაში. 150-ზე მეტმა ცნობილმა ადამიანმა და კომიკოსმა მიიღო მონაწილეობა შოუში, რომელიც BBC-ის ეთერში გაშუქდა.  გადაცემას 30 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავდა, რისი მეშვეობითაც 15 მილიონი ფუნტი შეგროვდა ბავშვების დასახმარებლად.

ამ კამპანიას შეუერთდნენ სხვადასხვა ქვეყნები: ჩინეთი, აშშ, ბელგია, გერმანა და სხვა. უამრავი ცნობილი ადამიანი იღებს მონაწილეობას, იძენს ცხვირს, იღებს ფოტოს და ეხმარება ბავშვებს.

საქართველო ოფიციალურად უერთდება კამპანიას და პირველად ამ დღეს საქართველოში მოვაწყობთ. წითელი ცხვირი 5 ლარი ეღირება, შემოსული თანხა კი აკა სინჯიკაშვილის ინიციატივის მხარდაჭერას და ლეიკემიით დაავადებული ნიკუშა დვალაძის მკურნალობას მოხმარდება.

კამპანია 31 მარტს დაიწყებაწითელი ცხვირების შეძენა შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ობიექტებზე.

პარტნიორები

მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს მხარდაჭერისთვის.
ყველას შეგვიძლია შევიტანოთ ჩვენი წვლილი ბავშვების დახმარებაში